ინდოელ გურუს ბოროტი სულების განდევნისას გოგონას გაუპატიურების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ინდოელი გურუ, რომელსაც მილიონზე მეტი მიმდევარი ყავს თავის ქვეყანაში, 16 წლის გოგოს გაუპატიურების გამო ბრალდებულად ცნეს – ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს. 77 წლის ასარამ ბაპს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაცვა განაჩენს გაასაჩივრებს.
ასარამს 2013 წელს მისმა მიმდევრებმა საკუთარი 16 წლის ქალიშვილი მიუყვანეს ბოროტი სულებისგან განსადევნი რელიგიური ცერემონიის ჩასატარებლად. მშობლები ამ ცერემონიაში არ მონაწილეობდნენ. გურუ ყველა ბრალდებას უარყოფს, მან თქვა რომ ის იმპოტენტია, თუმცა, სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ მას შეუძლია შვილების ყოლა.
სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 2013 წელს გურუს დაკავებამ პოლიციელებთან შეტაკებები გამოიწვია. ჯოდხპურაში 30 აპრილამდე ქუჩებში შეზღუდვებია დაწესებული. სულ ინდოეთის სამი შტატის პოლიციაში მზაობა იყო გამოცხადებული.

ასარამ ბაპი ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გურუა. ორი წლის წინ მას 400-ზე მეტი ჯგუფი ექვემდებარებოდა, სულ, მსოფლიოს 12 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი მიმდევარი ყავს. დაკავების შემდეგ მას კიდევ ორ გაუპატიურებაში დასდეს ბრალი.

banner
წინა სტატიაშიდონორებმა სირიისთვის იმაზე ნაკლები თანხა შეაგროვეს, ვიდრე ელოდებოდნენ
შემდეგი სტატიაერდოღანი ალიევს 21 ქვემეხის ზალპით დახვდა