ინციდენტი ზუგდიდში- ე.წ. კასრების საქმეზე დაკავებული თემურ უბირიას ოჯახს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფრომაციას, ტელეკომპანია “იბერია” ავრცელბს.
“ახალი ამბებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაკავებულის დედა ამბობს, რომ მათ დაუდგენელმა პირმა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაუმტვრია. ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ბრალდებულის დედა მანონი ჩხეტია იმყოფებოდა, რომელიც ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის მისამართით სიტყვიერი ზეწოლა ხშირად ხორციელდება.
ჩხეტიას განცხადებით ზეწოლის ფაქტებთან კავშირშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია.
ბრალდებულის დედა კიდევ რამდენიმე გვარს, ასახელებს, რომელიც მისი მტკიცებით, მის შვილს დავალებების შესრულებისთვის გასამრჯელოს უხდიდა.
მათ შორის არის კოხტა კოდუა და პირველად საქმესთან კავშირში ფიგურირებს თემურ ჯანაშიას გვარი, რომელიც მანონი ჩხეტიას თქმით მის ვაჟს დავალებების შესასრულებლად გადაადგილებისთვის 5-10 ლარს აძლევდა.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს რომ უბირიას არ იცნობს და მასთან საქმე არასდროს ჰქონია.