ინციდენტი ზუგდიდში – ჩხუბი პატრულის თანამშრომელსა და მაღაზიის მეპატრონეს შორის

ზუგდიდში პატრულის თანამშრომელსა და ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შემთხვევა საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირების შემდეგ დავით ბარამიამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, თუმცა დაბრუნებულს პოლიციელი იარაღით და მუქარით დახვდა.

ფიზიკურ დაპირისპირებას სამართალდამცავების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. დავით ბარამიას დაკითხვა ამ წუთებში პროკურატურაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუსინათლოთათვის ფეხბურთის მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამა დაინერგა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ჰაერის დაბინძურებაზე საბოლოო მონაცემები ახალი გადათვლის შემდეგ გახდება ცნობილი