ინციდენტი ჟვანიას მოედანზე – რესტორანში ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საბურთალოზე, ზურაბ ჟვანიას მოედანთან, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით ხელში დაიჭრა რესტორნის თანამშრომელი ქალი და მსუბუქი დაზიანებები მიიღო სამმა მამაკაცმა. დაშავებულ ქალს მარცხენა ხელის ზედა არეში ქონდა ჭრილობა. ექიმის თქმით, პაციენტს დაუმუშავდა ჭრილობა, რის შემდეგაც გაწერეს.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შემთხვევა საღმოს 9 საათისთვის მოხდა. ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, გუშინვე დააკვეს. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჯონ მაკკეინი: რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს
შემდეგი სტატიარუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს – მაკკეინი