ინციდენტი საქალაქო სასამართლოში – ზაზა სარალიძის თანმხლები კიდევ ერთი პირი გამოიკითხა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 13, 2018 10:49

ინციდენტი საქალაქო სასამართლოში – ზაზა სარალიძის თანმხლები კიდევ ერთი პირი გამოიკითხა

ზვიად კუპრავას მიმართ შურისძიებად და სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობად აფასებს საქალაქო სასამართლოს სასადილოში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მისი ერთ-ერთი თვითმხილველი.

საქმესთან დაკავშირებით დავით ლაგვილავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში ჩვენებას დღის ბოლოს ერთი საათის განმავლობაში აძლევდა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით მანამდე უწყებაში გამოიკითხა ზაზა სარალიძეც.

“მოსამართლეს მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია, რითაც აპელირებდნენ პოლიციელები, რომ ვითომ მოსამართლე ითხოვდა ზვიადის სასამართლო დარბაზში გამოცხადებას. ეს იყო კონკრეტული მაღალჩინოსნის გადაწყვეტილება და პიროვნული შურისძიება ზვიადიზე,”- ამბობს ლაგვილავა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 13, 2018 10:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics