ინციდენტი რუსთაველის გამზირზე – შვილმოკლულ მამებს შეურაცხყოფა მიაყენეს

ინციდენტი მოხდა გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ, შვილმოკლული მამების აქციაზე უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. სამართალდამცავების მხრიდან, ინციდენტს მათი გაფრთხილება მოჰყვა, რამაც მცირე დაპირისპირება გამოიწვია:

„არ ვიცი ეს ხალხი ვინ იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დროშებით და 48 წარწერის დროშებით მოძრაობდნენ მანქანებით. რაღაც რევანშის სახით გამოხატავენ, თითქოს ნიშნის მოგებით თუ რას აკეთებენ ვერ ვხვდები, მაგრამ ამ ტერიტორიას როგორც კი მოუახლოვდებიან ჩაივლიან სიგნალებით, მოტრიალდებიან და ამოივლიან სიგნალებით. ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენი შვილების მკვლელების დასასჯელად და არა რაღაც პოლიტიკური რაღაცებისთვის. გონს მოეგონ და აზრზე მოვიდნენ ცოტა და გააფრთხილონ თავიანთი აქტივისტები,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში“ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად”
შემდეგი სტატიაISFED-ის პარალელური დათვლა: ზურაბიშვილი – 59,1%, ვაშაძე – 40,9%