ინციდენტი რუსეთსა და გერმანიას შორის ახალი დიპლომატიური სკანდალის მიზეზი შეიძლება გახდეს

1 თებერვალს გამთენიისას, ჩინეთიდან, უჰანის პროვინციიდან სამაშველო მისიით მომავალ გერმანიის საჰაერო თავდაცვის Luftwaffe -ს თვითმფრინავს, რომელსაც საშიში ზონიდან გერმანიის, ჩინეთის, ბულგარეთისა და აშშ-ს 144 მოქალქე მოჰყავდა, მოსკოვში, სპეციალური დაშვება უნდა განეხორციელებინა საწვავის შესავსებად და პილოტების შესცვლელად, რაზეც ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. ერთი დღით ადრე, გერმანიიდან მოსკოვში სათადარიგო პილოტებიც ჩაფრინდნენ, თუმცა, მოსკოვმა, თვითმფრინავის დაფრენამდე ცოტა ხნით ადრე შეცვალა გადაწყვეტილება და გერმანულ ბორტს მოსკოვში დაშვების ნება არ მისცა.
შექმნილ ექსტრემალურ სიტუაციაში კონსულტაციების შედეგად, გერმანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფინეთს დაკავშირებოდნენ, რომლის დედაქალაქ ჰელსინკში, მათმა თვითმფრინავმა, შუალედური დაჯდომა, საწვავის შევსება და ეკიპაჟის შეცვლა განახორციელა

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე სოსო გოგაშვილს დებატებს სთავაზობს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ვაგრძელებთ ბოიკოტს და პიკეტირებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მთელი მსოფლიო ითხოვს