ინციდენტი კუს ტბის ტერიტორიაზე – ლუკა ფეიქრიშვილი ერთ-ერთი შენობიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

ორგანიზაცია ”ამბრელას” წევრი ლუკა ფეიქრიშვილი კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან გადმოხტომით და თავის მოკვლით იმუქრებოდა.

ორგანიზაცია ”ამბრელას” წევრის ინფორმაციით, ის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა.

მისი მტკიცებით, სამართალდამცველებმა მას აქციაზე წასვლა აუკრძალეს. ამის გამო, ფეიქრიშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, მის მისვლამდე კი შენობიდან ჩამოსვლას არ აპირებდა.

მოგვიანებით, ადგილზე გახარიას მოადგილე მივიდა. კახა საბანაძესთან გასაუბრების შემდეგ კი ფეიქრიშვილმა შენობიდან ჩამოსვლა გადაწყვიტა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ლუკა ფეიქრიშვილი ექიმებმა ადგილზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ის შსს-ში გამოსაკითხად გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპრემიერი მზად არის ზაზა სარალიძეს “პოლიტიკურად ანგაჟირებული” პირების გარეშე შეხვდეს