ინციდენტი ხაშურის რაიონულ სასამართლოში – პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აიყვანა

ინციდენტი ხაშურის რაიონულ სასამართლოში – პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ინფორმაციით  ეჭვმიტანილი – განსასჯელი რამაზ ფირცხელაურია, რომელსაც ყაჩაღობა ედება ბრალად. ინციდენტი ხაშურის სასამართლოში მალევე ამოიწურა. პატიმარი, რომელმაც ბადრაგი მძევლად აიყვანა, ციხეშია დაბრუნებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც მალევე აღიკვეთა.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატია20 წლის ქუთაისელი მორაგბე საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა