ინციდენტი ბათუმში – ოჯახი დაჭრას უარყოფს და ამბობს, რომ არასრულწლოვანი წაიქცა

ბათუმში, გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ექიმები ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობა სავარაუდოდ ბასრი საგნით, მუცლის ღრუში აქვს მიყენებული.

დაჭრა უარყოფენ არასრულწლოვნის ოჯახის წევრები. მამა ამბობს, რომ მისი შვილი წაიქცა და დაზიანებებიც მაშინ მიადგა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირიპისრება უძღოდა. ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები
შემდეგი სტატიაკახა ბექაური : ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა