ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა გაიმართება

ქართული მხარის მოთხოვნით, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა 27 მაისს გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.

“აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი განიხილა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს“ კანონპროექტზე ჩიხური ვითარება არ შეიქმნება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ვერ აკონკრეტებს, მოხერხდება თუ არა პარლამენტში „გერმანული მოდელის მიღება“