საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება 4 ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა პლატფორმიდან გამოთქმულ მოსაზრებებს, მათ შორის, ოპოზიციური ფლანგებიდან, რომლის თანახმადაც, პროტესტი დროებით უნდა გაჩერდეს და “ძალა მოიკრიბოს”:
“ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ. არის მცდელობა ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი.
ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ!
მადაგასკარის პრეზიდენტი, მრავალთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, გუშინ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო”, – წერია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე.
















