ინაუგურაციის სამზადისი თელავში – სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი თითქმის დასრულებულია

თელავში, მეოთხე დღეა ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე ინაუგურაციისთვის სამზადისი მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფმა თითქმის დაასრულა სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ბატონის ციხის შიდა და გარე პერიმეტრზეც.

ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფიცარნაგის მოწყობა, რის შემდეგაც უკვე ხალიჩები დაიგება.

გურამ ურჩუხიშვილის თქმით, ინაუგურაციის დროს მხოლოდ ეზოს ექნება დატვირთვა, ხოლო ნაგებობებში რამე ტიპის ღონისძიება დაგეგმილი არ არის. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაში,,გრიგოლ ვაშაძეს ვეტყვი, რომ არჩევნები მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას, მაგრამ ახლა დროა, ყველა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს”
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან, რომ დიდი სხვაობით დამარცხდნენ და რაც მათ რჩებათ არის ის, რომ მხარდამჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ”