ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის დანაპირები იყო, რომ რეგიონების პრეზიდენტი იქნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შესრულდეს სალომე ზურაბიშვილის დანაპირები, რომ ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ჟვანიამ არ გამორიცხა, რომ ადგილის შერჩევისას ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ თელავში ზურაბიშვილი დამარცხდა.

„არ გამოვრიცხავ, რომ მიზეზი ესეც ყოფილიყო. გარდა ამისა, კიდევ სხვა მიზეზებიც იყო. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე არჩეული პრეზიდენტი ბრძანებდა, რომ ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი და რეგიონებს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. პირველი გზავნილი მისი მხრიდან ინაუგურაციის დღესვე იქნება ის, რომ ასრულებს თავის დანაპირებს”,- განაცხადა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშითელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი
შემდეგი სტატია17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს