ინაშვილმა პრემიერის გადადგომა ივანიშვილის სახლთან მოითხოვა

“პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა და პრემიერ მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ინაშვილმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და მმართველი გუნდი უმცირესობასთან – “ევროპულ საქართველოსთან” გარიგებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს. ეს აქციები გაგრძელდება 21 ოქტომბრის შემდეგ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიის დევნა თუ რეალური ფატქების ძიება? – ლეიბორისტული პარტია დევნის შესახებ აცხადებს
შემდეგი სტატია20 კარავი კიევის ცენტრში