ინაშვილი: Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2018 13:52

ინაშვილი: Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე!

მნიშვნელოვანი

  • "სამწუხარო" ამბავი შემატყობინეს. თურმე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა ირმა ინაშვილისა. დღეს რა მეწყინებოდა, ამაზე ვფიქრობდი და აი, "მეწყინა".

სხვა სტატიები

“Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად და მემკვიდრეობით რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე, ვიდრე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა გადმოგიბარებს”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხარო” ამბავი შემატყობინეს. თურმე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა ირმა ინაშვილისა. დღეს რა მეწყინებოდა, ამაზე ვფიქრობდი და აი, “მეწყინა”.

თვითონ სტუდენტობიდან საბჭოთა КГБ- ს მიერ “დავერბოვკებული”, ლუბიანკას ოქროს აგენტი – სააკაშვილი რომ რუსეთის აგენტად მოგიხსენიებს და შენთან თანამშრომლობას გამორიცხავს, სუპერ-კომედიაა. ეს ორმაგი, მართლა აგენტი, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც, რომლის ნახევარი სწორედ რუსებს ჩააბარა. მე თუ რუსეთთან დიალოგზე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და ვმოქმედებ იმისათვის, რომ კრემლისთვის სააკაშვილის მიერ ჩაბარებული ქართული მიწების 22%-ი როგორმე დავიბრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე გავამთლიანოთ და ახალი ტერიტორიები არ დავკარგოთ”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2018 13:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics