ინალ არძინბა: პარალელები აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის შეუსაბამოა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რუსეთის პირველ არხზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პარალელები აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის შეუსაბამოა. ამის შესახებ ekhokavkaza წერს.

„მთიანი ყარაბაღი არ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი გაეროს არც ერთი წევრისთვის. თვით სომხეთმაც კი არ აღიარა და არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა მთიან ყარაბაღთან მთელი ამ წლების განმავლობაში…

ცალსახად მინდა ვთქვა, რომ პარალელები აფხაზეთის რესპუბლიკასა და მთიან ყარაბაღს შორის არ არის მიზანშეწონილი. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები (რუსეთთან) და მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ, აღიარა ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი – ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ“, – თქვა არძინბამ.

როგორც მედია წერს, 22 სექტემბერს ინალ არძინბამ არ გამორიცხა, რომ ყარაბაღიდან დევნილების ნაწილი აფხაზეთში წასულიყო. ამავდროულად, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს „მასობრივი ფენომენი არ იქნება“.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აღარ მიიღო
შემდეგი სტატიაისრაელის ელჩი: 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის