ინალ არძინბა: ყარაბაღში განვითარებული მოვლენები რეგიონში დაძაბულობას უწყობს ხელს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გულისტკივილით ადევნებენ თვალს ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს.

რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინმა ამბობს, რომ მისთვის რთულია ყარაბაღში მომხდარს მშრალი დიპლომატიის თვალსაზრისით შეხედოს.

„ჩვენ გვქონდა ისტორიული კონტაქტები მთიან ყარაბაღთან და ჩვენ ამას ყურადღებით და გულისტკივილით ვუდგებით”, – ამბობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ინალ არძინბა.

მისივე თქმით, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები რეგიონში დაძაბულობას უწყობს ხელს.

„ეს ისეთი ტექტონიკური ცვლილებებია, საერთაშორისო სისტემა გარდატეხის სტადიაზეა და ჩვენ ადეკვატური რეაგირება უნდა გვქონდეს და ვიმუშაოთ ცვალებადი სიტუაციის შესაბამისად”, – ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი.

banner
წინა სტატიაშისაავადმყოფოში, სადაც დაზარალებულები წვანან პოლიციელები შეიჭრნენ, ზეწოლას ახდენდნენ დაზარალებულებზე და ექიმებზე – ხოშტარია
შემდეგი სტატიარუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 275 460 სამხედრო დაკარგა