ინალ არძინბა და ახრიკ ცვეიბა მოსკოვში ,,აფხაზეთის აღორძონებას,, იწყებენ

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივნისს მოსკოვში, საქველმოქმედო მოძრაობა ,, აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების,, დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდება, რომელიც ოფიციალურად – აფხაზეთში ჰუმანიტარული და სოციალური პრობლემების მოგვარებას შეეცდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის ჩამოყალიბებას მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მთავარი მრჩეველი ,,ეს-ენ-გე-ს,, მართვის საკითხებში – ინალ არძინბა და წარსულში სოხუმისა და თბილისის ,,დინამოს,, ყოფილი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა.
ცვეიბას განცხადებით, მოძრაობის მიზანი იქნება ,,აფხაზი და მოძმე რუსი ახალგაზრდების ერთ მუშტად შეკკვრა, აფხაზეთის დახმარების იდეის გარშემო,,
რაც შეეხება ინალ არძინბას, როგორც რუსი პოლიტოლოგები აცხადებენ, პუტინმა ის უკრაინის მიმართულებას უკვე ჩამოაშორა, სადაც ბოლო დროს არც ისე დიდი წარმატებები ჰქონდა… და მშობლიური აფხაზეთისკენ გადაისროლა.

banner
წინა სტატიაშიგაერომ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
შემდეგი სტატიააშშ-ს და იაპონიის გემები ჩრდ. კორეის სანაპიროებისაკენ მიემართებიან(ფოტოები)