In My Life-ი ლენონმა დაწერა თუ მაკარტნიმ სტატისტიკამ გაარკვია

ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის მუსიკალური პარტნიორობა ყოველთვის გარკვეულ დავას იწვევდა. ერთ-ერთ დისკუსიათაგანი იმაზეა, თუ ვინ დაწერა სიმღერა In My Life-ის მელოდია, რომელიც ჯგუფ “ბითლზის” არც თუ ისე ცნობილი ჰიტი იყო.
1970 წელს მაკარტნიმ რადიოინტერვიუში თქვა, რომ “ჯონის ტექსტზე მუსიკა დაწერა”, საუბრობდა In My Life-ზე. თუმცა, 1980 წელს, მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე “პლეიბოისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჯონ ლენონმა თქვა, რომ “პოლი მისამღერში დაეხმარა”, მუსიკის ძირითადი ნაწილი კი თვითონ დაწერა.
სიმღერის, რომელიც 1965 წელს გამოვიდა, ტექსტის ავტორი ჯონ ლენონია. “ბითლზის” დროინდელი ყველა სიმღერა დარეგისტრირებულია, როგორც ლენონის და მაკარტნის ერთობლივი ნამუშევარი, იმის მიუხედავად, რომ ყველა მათგანზე პოლ მაკარტნის არ უმუშავია.

ამერიკელი სტატისტიკის სპეციალისტების ჯგუფი ირწმუნება, რომ შეკითხვა, თუ ვინ დაწერა In My Life-ი, მათემატიკურად გადაჭრეს. კვლევა მარკ გლიკმანმა და ჯეისონ ბრაუნმა ჩაატარეს.
ჯგუფმა შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც “ბითლზის” რეპერტუარის სტატისტიკურ მეთოდად გამოიყენეს. სიმღერების ტექსტის ანალიზი სტილის დასადგენი კარგად ცნობილი მეთოდით ხდებოდა – კერძოდ, გარკვეული სიტყვების გამოყენების სიხშირის ანალიზი ჩატარდა. იგივე მეთოდი ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოიყენეს შექსპირის ტექსტების შესწავლისას. მაშინ გამოირკვა, რომ დრამატურგმა “ჰენრიხ VI”-ზე მეორე უდიდეს დრამატურგთან, ქრისტოფერ მარლოუსთან ერთად იმუშავა დაახლოებით სამ ნაწილში.

მეცნიერებმა სიმღერის მუსიკაზე მონაცემები შეაგროვეს: აკორდული თანმიმდევრობა, ინტერვალები ნოტებს შორის, სინტაქსური კონსტრუქციები (ნოტები მაღლა მიდიოდა, დაბლა თუ იგივე რჩებოდა) და სხვა, სულ 149 მუსიკალური კომპონენტი გამოვლინდა. მეცნიერების თქმით, მათ მიერ გამოყვანილმა ალგორითმმა 80%-ით გამოიცნო ლენონისა და მაკარტნის სიმღერების ავტორები.

In My Life-ი “ბითლზის” არც თუ ისე პოპულარული სიმღერაა (ის მათ ცოცხლადაც კი არ შეუსრულებიათ), თუმცა, სიმღერით აღფრთოვანებული იყო ჟურნალი Rolling Stone, რომელმაც ყველა დროის 500 უდიდესი სიმღერების სიაში მას 23-ე ადგილი მიანიჭა.

ამერიკელი მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ სიმღერის სავარაუდო ავტორი ჯონ ლენონია. იმის ალბათობა, რომ მაკარტნის შეიძლებოდა In My Life-ი დაეწერა, 2%-ია – ამბობენ ამერიკელი მეცნიერები.

banner
წინა სტატიაშისოლსბერიში სკრიპალების სახლს სახურავს გამოუცვლიან
შემდეგი სტატიაVolkswagen-ის “ახალი შვილი” “სუფთა” ელექტროენერგიას გაყიდის