კულუმბეგოვი: ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ Covax პლატფორმამ, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები არ დაამტკიცოს. მისი თქმით, პრეპარატის შესახებ ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისად გამჭვირვალე, შესაბამისად, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ Covax პლატფორმის მთავარი კონტრიბუტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი AstraZeneca იქნება.

“ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით”, – ამბობს კულუმბეგოვი”, – “მათ ჩატარებული აქვთ კვლევები ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში და თითქმის მასალები გამოუქვეყნებელია”.

ჩინეთმა ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა დაამტკიცა. ერთ-ერთს, Coronavac-ს ჩინური კომპანია Sinovac ამზადებს, რომელმაც რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის მთავრობასთან წინასწარი მომარაგების შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმა, მათ შორის, ბრაზილიასთან, არაბეთთან, თურქეთთან, ინდონეზიასთან და ა.შ.

ბრაზილიის ხელისუფლებამ, რომელიც ვაქცინის გამოცდაში იღებდა მონაწილეობას, ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ Coronavac-ს 78%-იანი ეფექტურობა აქვს ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა კვლევა სრული სახით, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

“ზოგი კვლევით 50%-ს არ აღემატება ამ პრეპარატების ეფექტურობა, ზოგიერთი შეიძლება 78%-ს წერდეს. მე არ ვიქნები ასეთი დარწმუნებული, რომ Covax-ის პლატფორმა დაამტკიცებს ყველა ჩინურ ვაქცინას”, – ამბობს კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – მოლაპარაკება თუ ჩაშლილია და დამთავრდა, გვითხრან
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 იანვრისთვის – დოლარი – 3.2888 ლარი