იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობას-ინაშვილი 15 ივნისის აქციისთვის ემზადება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2019 22:07

იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობას-ინაშვილი  15 ივნისის აქციისთვის ემზადება

ამ ორი დღის მანძილზე ძალიან, ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შევხვდი, ქუჩაში, მეტროსთან, ტრანსპორტში, ბაზრობებზე… დიდი მადლობა, ასეთი უანგარო სიყვარულისა და თანადგომისთვის… თქვენი იმედი მაქვს ყველა მართალ საქმეში და ყველას გელოდებით 15 ივნისს, დღის 4 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი ვალია მოქმედება, მოქმედება გარეჯის დასაცავად, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, შიმშილისა და სიღატაკის დასაძლევად, ბავშვების გასახარებლად… მგონია, რომ ჩვენთვის, ჩემთვის ჭუბერის გზა გრძელდება… მივდივართ, მივდივართ და ჯერ ისევ გზაში ვართ… და სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ხელისუფლებას ვეუბნები: იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობას, პატივისცემას, სიყვარულს და ერთგულებას და არ იმსახურებს,- პირდაპირ ეთერში ტიროდეს, რომ შია… ბევრი დაგროვდა სათქმელიც და თქვენთვის მოსათხოვიც!

ოპონენტები ნუ მომიყვებით, რომ ეკონომიკა ზრდაშია, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი პიკს აღწევს და “ბედნიერ” ოჯახებში მაცივარი სავსეა.

ჩამოდით დაბლა-აცხადებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2019 22:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics