30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

იმპულსური და არათანმიმდევრული – თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

ენმ-ს თავმდჯომარე თინა ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ენმ-ში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია ეხმაურება და იმპულსურს და არადთანმიმდევრულს უწოდებს.

“მე გზაში ვიყავი, როცა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხდება წავიკითხე.  თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებისათვის. მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ვადა იწურება ერთ თვეში. მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით და სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში.

მართალი გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე ბრიფინგამდე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არადთანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდებით და არ ვიბრძლებთ ელენეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძის ფბ-შეურაცხყოფის გამო მოქალაქე 2000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიატიკტოკ-ლაივში ეჭვიანობის გამო, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს სასტიკად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო