იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საბოლოო მიზანია, ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდეს – სარჯველაძე

იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საბოლოო მიზანია, ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდეს – ვინ მუშაობს ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად შეხმატკბილებულად, ვის აქვს პროევროპულობის ნიღაბი და ამის მიღმა ვინ არის მოწადინებული, ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს და ამით იბრძოლოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა აშკარად დაარღვია კონსტიტუცია.

„კონსტიტუცია ადგენს, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობით და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მას დამოუკიდებლად მოქმედების უფლება აქვს. უმრავლესობას შესაძლებლობა არ აქვს, იმპიჩმენტთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. რა თქმა უნდა, იქნება ან აუცილებლობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ან რეალურად გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავებს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მესმის, რომ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრება იყოს, მაგრამ სახელმწიფოს სახელით დამოუკიდებლად განცხადებების კეთება მისი უფლებამოსილება არ არის. პრეზიდენტისგან ისეთი განცხადება არაერთხელ მოგვისმენია, რაც შეიძლება, სტატუსის მოპოვებისას დამაზიანებელი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიიმპიჩმენტზე კენჭისყრა იქნება გარკვეული ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველას მოუწევს, გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და GITA – ს ერთობლივი პროექტის „Code IT” – ის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა