იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ალოგიკურია, რადგან პრეზიდენტი მიდის არა მოსკოვში, არამედ ევროპულ ქვეყნებში – აქუბარდია

ოპოზიციონერმა დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არალოგიკურია.

როგორც აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იმპიჩმენტის საკითხით ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება ხდება.

„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ალოგიკურია, რადგან პრეზიდენტი მიდის არა მოსკოვში, არამედ ევროპულ ქვეყნებში. კონსტიტუციის 78-ე მუხლი სწორედ იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაფერი უნდა გააკეთონ. იმპიჩმენტი ვერ დადგება, ახლა ხდება ყურადღების გადატანა, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და კრემლისთვის იმის ჩვენება, რომ პრეზიდენტი ხელიდან გაექცათ. ხელისუფლება თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რადგან ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიმედიას არავითარი შეზღუდვა არ უწესდება პარლამენტის შენობაში, არამედ მედიაკულტურა წესრიგდება პარლამენტის შენობაში – კობახიძე
შემდეგი სტატიამიუხედავად იმისა, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ – ელისაშვილი