იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას, მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი გადაიხადონ – ხვიჩია

იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას, მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ. შეიძლება, საქმის შენარჩუნება ასეც ურჩევნიათ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეიძლება, საქმის შენარჩუნება ასეც ურჩევნიათ.

„მჯერა ჩემი კოლეგების, რომ „ქართულ ოცნებაში“ საჯაროდ არ გადახტებიან და იმპიჩმენტი არ შედგება. ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორიც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რათა ამ პროცესის დასრულების შემდეგ პრეზიდენტზე ისაუბრონ როგორც კონსტიტუციის დამრღვევზე. მგონი, ეს საქმე იმპიჩმენტამდე არ მივა. ეს დისკუსია იმხელა დონეზე აიწია, რომ ჩემი ნებისმიერი კოლეგისთვის იაფად გაყიდვა უხერხული იქნება. „ქოცები“ კიდევ ამ ყველაფერში ძალიან ძვირს არ გადაიხდიან. საკმაოდ რთული იქნება, რომ ამხელა ყურადღებისა და ბულინგის ფონზე, უმრავლესობის მხარეს 12 დეპუტატი გადახტეს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ეს დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ. შეიძლება, საქმის შენარჩუნება ასეც ურჩევნიათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ
შემდეგი სტატიანობელის პრემია მშვიდობის დარგში მსჯავრდებულ ირანელ უფლებადამცველს ნარგეს მოჰამადის გადაეცა