Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ამავე ცნობით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მისამართი: სასტუმრო ROOMS, კოსტავა ქუჩა #14

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებებს უქმნის EU-სკენ გზას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი