იმნაძის ხუმრობა რუსულ ვაქცინაზე- მაინტერესებს, როგორ ჩადგამს ბილ გეიტსი თავის ჩიპებს

“ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩადგამს ბილ გეიტსი რუსულ ვაქცინაში თავის ჩიპებს”, – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ხუმრობით აფასებს რუსეთის მიერ კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებას. ამაზე მან დღეს, 12 აგვიტოს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

პაატა იმნაძე ეჭვქვეშ აყენებს რუსული ვაქცინის სანდოობას, ვინაიდან, მისივე თქმით, ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობდა გამოცდის პერიოდი.

“მის ხარისხზე, სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, ვაქცინის კვლევის ფაზებზე, მანამდე ვერაფერს გეტყვით” – ამბობს პაატა იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე კაფეებს, რესტორნებს მოუწოდებს, აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო რამდენიმე საათში მესამე მიწისძვრა მოხდა