იმნაძე ჟურნალისტს: მალაპარაკე ვაქცინაციაზე და არა ბანერებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლებაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და TV ფორმულას ჟურნალისტს უთხრა, რომ საქმეზე არ ალაპარაკებს.

“იმის მაგივრად, რომ ვაქცინაციაზე ვილაპარაკო, ვლაპარაკობ იმაზე, რაც უკვე დავგმეთ… დრო იკარგება, ახლა უნდა ვილაპარაკოთ ბანერებზე იმის მაგივრად, რომ საქმეზე ვილაპარაკოთ, თქვენ ხომ იმისთვის მჭირდებით, რომ ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას? იმის მაგივრად რომ მე მალაპარაკოთ ვაქცინაციაზე, მალაპარაკებთ ბანერებზე… მე მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მე ველაპარაკები ადამიანებს, ვხვდები ყოველდღიურად უამრავ ადამიანს, ბანერი კი არ აინტერესებთ, იმათ აინტერესებთ, ხომ არ გამოიწვევს ვაქცინაცია შემდგომ რაღაც პრობლემებს, უშვილობის, მაგალითად, ეს აინტერესებთ და ამაზე უნდა გავცეთ პასუხი, რომ ტყუილია. იმიტომ, რომ კოვიდმა შეიძლება დააზიანოს სქესობრივი ფუნქციები, მაგრამ 6 მილიარდი აცრაა ჩატარებული და არავითარი გართულება სქესობრივი ფუნქციის ვაქცინისგან არ არის… ბანერები დავგმეთ, ხო? ახლა ვილაპარაკოთ ვაქცინაციაზე… მალაპარაკე ვაქცინაციაზე და არა ბანერებზე” – მიმართა იმნაძემ გადაცემის წამყვანს.

banner
წინა სტატიაში“შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს”
შემდეგი სტატია“პროკურატურაც და სასამართლოც “ოცნებას” ემორჩილება”