იმნაძე: ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს

ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, პედაგოგები აცრილები იყვნენ. ასევე, უმაღლესი სასწავლებლებიც უსაფრთხოები გახდნენ, პროფესორები და სტუდენტები აცრილები იყვნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად, არ იღებენ თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, – აღნიშნავს პაატა იმნაძე.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
შემდეგი სტატიაბოკერია კობახიძე-გახარიაზე: ჰგონიათ, რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა და გადათქმა