იმნაძე ვენეციის დასკვნაზე: მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კანონი აქრობს დემოკრატიულ სივრცეებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე აცხადებს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა “ძალიან მკაფიო და მკაცრია”.

“მკაფიოდ და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს კანონი არის დისპროპორციული, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, მისი განხილვის პროცესი იყო ხარვეზიანი და არადემოკრატიული. კანონპროექტი აქრობს დემოკრატიულ სივრცეებს და მას ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი.

მოკლედ, ყველა შესაძლო არგუმენტით არის ძალიან მკაცრად გაკრიტიკებული ეს პროექტი”, – წერს გურო იმნაძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს
შემდეგი სტატიაბრაჭველის თქმით, ვენეციის კომისია მსგავს დასკვნას ” მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში” აქვეყნებს