იმნაძე – ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი ვართ

არსებული ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი ვართ. ეს არის 25 000-26 000 ყოველდღიური აცრა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისტემას უკვე შეუძლია გაატაროს 30 000-ზე მეტი.

„სამწუხაროდ, 15 რიცხვის შემდეგ ვაქცინაზე ჯავშნების რიცხვი ოდნავ მცირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ახალი დიდი სივრცეები და ჯავშნის გარეშე აქცის მსურველთა რაოდენობა ამას შეავსებს. თუ ჩვენ ამ ტემპით განვაგრძნობთ სვლას, იმედი მაქვს, რომ სექტემბერში ჩვენ პირველ იმუნურ ფენას შევქმნით, რათა სიკვდილიანობა საგრძნობლად შევამციროთ“, – აღნიშნა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ვპირდები ოპონენტებს, ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს
შემდეგი სტატიაიმნაძე – პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პატიმრების ვაქცინაციის მოცვით