იმნაძე – თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„რეკომენდაციები იგივე რჩება, თუ გვინდა ინფიცირებისგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, თუ გავითვალისწინებთ იმ წახალისებას, რომელიც დაწესდა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ მაჩვენებელმა მოიმატა. სამწუხაროდ, ჩვენი სტატისტიკითაც ცნობილია, რომ გარდაცვლილების 85 პროცენტი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ამიტომ მათთვის ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გაითვალისწინონ წახალისება, რაც მათთვის არის. მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან“, -განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე – ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც
შემდეგი სტატიანანა კაკაბაძე – ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, არ არის იმ როლში, რასაც ავალდებულებს კანონი