იმნაძე – შეზღუდვების დაწესების შემდეგ ინფიცირების ნაკლებ შემთხვევებს არ ველოდებით, აღარ მოიმატებს

შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ ველოდებით, აღარ მოიმატებს, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ და ორ დღეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, შესაძლოა ინფიცირების იმაზე მეტი მაჩვენებლი იყო, ვიდრე გამოვლენილია.

„ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი აფასებს მთელ მსოფლიოში დაავადების მაჩვენებელი, ევროპაში ეს არის, 1/5-ზე. ჩვენთან არის 1/3-ზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას, რომ გამოიკვლიონ. ეს არის ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე: წითელაც, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – არჩევნების მეორე ტური რომ არა, შესაძლოა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო