იმნაძე – საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ნაკლებად სავარაუდოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის ახალი შტამები იმ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა.

ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსის ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციები, სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია“, -აღნიშნავს იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიდავითაშვილი – ულტიმატუმების ენით საუბარი არასოდეს, არსად შედეგის მომტანი არ ყოფილა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ქვეყანა ივნისის შუა რიცხვებიდან 43 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ მიიღებს, ივნისის ბოლოსკენ კი ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ შემოტანის პროცესი დაიწყება