იმნაძე – პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პატიმრების ვაქცინაციის მოცვით

პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პატიმრების ვაქცინაციის მოცვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია, როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი ვართ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება