იმნაძე – მნიშვნელოვანი იქნება, ახალგაზრდების გამოყენება, რამენაირად დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა იცავს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობას ხანდაზმულებში.

ამასთან, პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა პროცესში ახალგაზდების როლზე და ჩართულობაზე. ამ თვალსაზრისით, მან ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სოფლებში მოგზაურობის დროს ახალგაზრდებთან დაკავშირებით შეძენილი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას.

როგორც იმნაძე ამბობს, მნიშვნელოვანი იქნება, ახალგაზრდების გამოყენება, რომ რამენაირად დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა იცავს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

„სოფლებში რამდენიმე სკოლაში შევხვდი ბავშვებს, სოფლებში ვნახე ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც ასე ვთქვათ, დამპირდნენ, რომ აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიტანენ თავიანთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. გასაგებია, რომ ამ ახალგაზარდებს აქვთ მეტი საშუალება, სოციალური მედიის გზით გაეცნონ ინფორმაციები. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად არჩევენ ერთმანეთისგან დეზინფორმაციას და ნამდვილ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ ახალგაზრდების გამოყენება, რომ ისინი რამენაირად დაარწმუნონ განსაკუთრებით თავიანთი ბებიები-ბაბუები, რომ აცრა იცავს პირველ რიგში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიმე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით