იმნაძე – კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინდოეთში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ დროისთვის ინდოეთში არსებული ორივე ვაქცინა კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია.

„ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად მედიის მიერ მოგონილია, არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად, ჩვეულებრივი მუტაციებია. ორი ვარიანტია ახლა – 617 და 618, მათი ნომრებია, კიბატონო, მათში მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ისეთივე ტიპის ვაქცინა, როგორიც არის ვთქვათ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ანუ დახოცილი ვირუსისგან გაკეთებული ვაქცინა და მეორე – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ინდოეთი უშვებს. ახლა გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების პუბლიკაცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ორივე ეს ვაქცინა ინდურ ვარიანტებზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ინდოეთში ამდენი ადამიანი აიცრა და მაინც რატომ არის ასეთი მდგომარეობა? ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეს იგივეა, საქართველოში რომ აიცრება 3 000 კაცი, მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვისაც თავისი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე ჰყავს ორჯერადად აცრილი, მაგალითად, ისრაელი. ინდოეთში, თუარ ვცდები, სულ აცრილია მოსახლეობის 6 პროცენტი, მერე რა რომ ეს არის ათეულ მილიონობით ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის. ამიტომ, ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა, ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ბევრი ვაქცინა არ არის მსოფლიო ბაზარზე, ქვეყნები, რომლებსაც თავისი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ჯერ თავის თავს ვერ აკმაყოფილებენ. ინდოეთში მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ ვაქცინა მუშაობს, ორივე ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის ინდოეთში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ინდური შტამის გავრცელების პირდაპირი რისკი არ არის, თუმცა, როცა აღნიშნული შტამი მთელ მსოფლიოში გავრცელდება, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და მისგან იზოლირებული ვერ იქნება.

„როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველო დედამიწის ნაწილია, ვერ იქნება მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული. საქართველო მთვარეზე არ არის, არის დედამიწაზე, შესაბამისად, ახლა პირდაპირი რისკები არ იქნება, მაგრამ როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელება, საქართველო არის დედამიწაზე და ვერ ჩაიკეტეა“, – აღნიშნა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას – ონლაინ  განვადებას სთავაზობს
შემდეგი სტატიანიდერლანდებმა ინდოეთიდან ფრენები შეაჩერა, ბანგლადეშმა საზღვარი დაკეტა