იმნაძე: ყველას უნდა რესტორნებში ქეიფი, მაგრამ ამით თანამოქალაქეებს გავწირავთ

“ერთ მხარეს არის ადამიანების სიცოცხლე, მეორე მხარეს არის ყველაფერი დანარჩენი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა 100 ადამიანი ავად გახდება, მინიმუმ ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება. ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს ჩვენ რომ ავედით 1200-1300 ადამიანზე დღეში, ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა ხანში ჩვენ დაგვეღუპება, როცა ასიდან ერთზე მეტი დაიღუპება. ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ. აქედან გამოსავალი რა არის? მე მესმის, რომ ყველას უნდა საღამოს საათებში რესტორნებში იქეიფონ და ყველას ხელი მოუმართოს, დაბადების დღეც გადაიხადონ, სამწუხაროდ ჭირის სუფრაც არის, მაგრამ ამას მოყვება რა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავწირავთ. ეს არის რეალობა. ამის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისანაია უცნობზე: სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული მოაკლდება, ხელისუფლებებთან სავაჭროდ
შემდეგი სტატიაპუტინმა ზელენსკი დონბასის ნაცვლად მოსკოვში დაპატიჟა