იმნაძე – ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი დაცვა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა აჩქარდეს.

იმნაძის თქმით, ვაქცინის მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს, რასაც ყველა ვაქცინა უზრუნველყოფს.

„ჯეჯერობით, სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომლებიც ვაქცინაციისთვისაა გამოყოფილი. ეს არის ჩვენი უბედურება დღეს, რომ ვიძახოდით, არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა, ახლა ვაქცინა ხომ ბევრია, დღეს 12 000-მდე ადამიანი აიცრება, ძალიან კარგია, მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ხვალ ამის ნახევარია დაჯავშნილი. თუ ჩემი არა, ყველა ჩემი კოლეგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამბობს, რომ მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს. ეს არის ყველა ვაქცინის დაცვა, ეს დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს. არის რაღაც პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქციანა, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძის განმარტებით, ე.წ. ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინას შედარებით ნაკლები ეფექტურობა აქვს, თუმცა ადამიანს ლეტალური შედეგისგან ამ შემთხვევაშიც იცავს.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივაშაძეს ეჭვი ეპარება, რომ შარლ მიშელის შეხვედრამ მმართველ გუნდთან ან ოპოზიციასთან კომპლიმენტარული ტონით ჩაიარა
შემდეგი სტატიასააპელაციოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ უზენაესის მოსამართლეების კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა