იმნაძე – ისეთი ადამიანები კითხულობენ, რა 9-ის შემდეგ კორონა აღარ დადისო? – გაგიკვირდება

ხაზი უნდა გაესვას. ისეთი ადამიანები კითხულობენ ხანდახან, რა 9 საათის შემდეგ კორონა აღარ დადის? გაგიკვირდება-ხოლმე. მე მესმის, არ გამოირჩევიან თავიანთი დამოკიდებულებით ჩვენდამი და ამიტომ ამბობენ, მაგრამ ხანდახან, ისეთი ადამიანი კითხულობენ, მიკვირს.

საუბარია მარტივ რაღაცაზე: ერთი ადამიანი მეორე ადამიანს, ერთი ოჯახის წარმომადგენელი, მეორე ოჯახის წარმომადგენელს არ შეხვდეს არასაჭირო, არააუცილებელი საქმისათვის. ვისაც საქმე აქვს, ის, რა თქმა უნდა, მას არ ეხება.

ექიმი დადის სამსახურში, ქარხნებიც მუშაობს ღამის ცვლაშიც. აქ ლაპარაკია, რომ თავისუფალი გადაადგილება არ იყოს, რომ ადამიანებმა არ იარონ ერთმანეთში. დრეს ერთადერთი ბერკეტი რაცაა დარჩენილი, რადგან ჩვენ არ ვიცავთ პირბადეს და დისტანციას, ეს რომ არ იყოს, 2-3 კვირაში დავბრუნდებით ნოემბრის მონაცემებზე.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშირა უნდა კახა ბექაურს – „TIMER“-ის პასუხი „MEDIACRITIK.GE“-ს
შემდეგი სტატიადეკანოიძე – შარლ მიშელის გეგმა და კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი არ ემთხვევა ერთმანეთს