იმნაძე – აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ასაკია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო.

ამასთან, კითხვაზე, რა არის აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, იმნაძე ამბობს, რომ ასაკი.

„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი – პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძის განცხადებით, ე.წ. ლოკდაუნი, ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება
შემდეგი სტატიახოშტარია – მიხეილ სააკაშვილი მიმართ მთავრობის საქციელი შურისძიებაა