იმისთვის, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, გამოსაკვლევია, მიიღო თუ არა მან რაიმე შეწყალების აქტის სანაცვლოდ

თუკი გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტმა რაღაცის სანაცვლოდ განახორციელა შეწყალების აქტი და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, – ეკა გიგაურმა განაცხადა.

ეკა გიგაურმა ისაუბრა, რამდენად შეიძლება დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში, არსებული რეალობის გათვალისწინებით. ეკა გიგაურის თქმით, გამოსაკვლევია, რამდენად იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი კონკრეტული პატიმრების შერჩევაში და „რა მიიღო სანაცვლოდ“.

„პრეზიდენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიწყალოს პატიმარი, ამაზე არავინ დაობს. რა თქმა უნდა, მას გადაწყვეტილებით კანონი არ დაურღვევია, თუმცა, თუკი გამოიკვეთა, რომ მან რაღაცის სანაცვლოდ გააკეთა ეს, მაგალითად: ადგილი ჰქონდა კორუფციას და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ამ შემთხვევაში სხვა ვითარება არის და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.

ეს არის გამოსაკვლევი – როგორ მოხდა სია მასთან მაგიდაზე, რამდენად იყო ის ჩართული ამ კონკრეტული პატიმრების შერჩევაში და რის საფუძველზე ამოარჩია და რა მიიღო სანაცვლოდ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობა ვერ დადგება, თუკი მან უბრალოდ აიღო და თავის შეხედულების მიხედვით შეიწყალა. დღეს ჩვენი კანონმდებლობა მას აბსოლუტურად აძლევს უფლებას, რომ შეიწყალოს ნებისმიერ დროს პატიმარი”, – აცხადებს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაში“რ2ის ირგვლივ დაყენებული კამერები მოხსნეს. რაღად უნდათ, საკუთარ თავს ხომ არ უთვალთვალებენ” – გვარამია
შემდეგი სტატიაყაჩაღური თავდასხმა აბაშაში-სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო