“იმისთვის, რომ ყველამ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, მკაფიო ხედვა გაგვაჩნია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლება სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობას აქვს ჯერ კიდევ გადაუჭრელი უმრავი პრობლემა, მათ შორის რეგიონებში, სადაც ცხორების სფერო არის გასათანაბრებელი ქალაქთან.

“ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობასთან ერთად დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანისთვის. დამეთანხმებით, რომ დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი განსხვავდება 2011 წლის შემოდგომისა და 2012 წლისგან. 2012 წელს, მოვიპოვეთ თავისუფლება, გვაქვს თავისუფლად სუნთქვის საშუალება.

ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა, ჯანდაცვა, საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურებით დღეს აღარ არის საჭირო სახლის, მანქანის დაგირავება, რომ შენი ოჯახის წევრს გაუკეთო, თუნდაც, ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია.

უპრეცედენტოდ მაღალი ყურადღება ეთმობა საქართველოში სოფლის მეურნეობას, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში და ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს. პროგრამის – “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ასობით მეწარმემ მიიღო მონაწილეობა და გააფართოვა და წამოიყო ბიზნესი.

არ ვართ თვითკმაყოფილებაში, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს ჯერ კიდევ გადაუჭრელი უამრავი პრობლემა, მათ შორის რეგიონებში, სადაც ცხორების სფერო არის გასათანაბრებელი ქალაქთან.

უმთავრესი ამოცანაა, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ჩვენი ქვეყნის ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, ამისთვის, ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მკაფიო ხედვა.

ფუნდამენტურად უნდა გარდავქმნათ ჩვენი განათლების სიტემა, პედაგოგი უნდა იყოს გაცილებით დაფასებული. უნდა ისწავლებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში ის სპეციალობები, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის. მმართველობითი სისტემა უფრო უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებს და უნდა იყოს მომსახურეობის მიწოდებაზე ორიენტირებული”, – განაცხადა კვირიკაშილმა წალენჯიხაში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს ზეწოლის კონკრეტული ფაქტები
შემდეგი სტატია“ნებისმიერ საკითხს, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეეხება, აუცილებლად შევისწავლით”