“იმისთვის, რომ გამოძიება მოხდეს უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება”

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრების ინიციატივას, შეიქმნას პარლამენტში ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისია, მიესალმებიან საპარლამენტო უმცირესობაში.

თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ უფრო რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იყოს დაცული.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა განხორციელდეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარდგენილი ინიციატივა, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას გულისხმობს, მათ შორის ე.წ. მოსმენების კანონშიც ცვლილებები უნდა შევიდეს.

“იმისთვის, რომ გამოძიება მოხდეს უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. ამის ყველა მექანიზმი აქვს პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ისინი დღეს ფაქტობრივად ემალებიან ამ საკითხს, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს გამოძიების წინსვლასთან დაკავშირებით. უმრავლესობის მცდელობა კანონს გამკაცრებაზე არის გამოძიების მიმდინარეობის გადაფარვის მცდელობა,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშილელა კაკულია არ ვარ, რომ ამ თემებზე ვიმკითხაო
შემდეგი სტატიამაკა რაზმაძე:დეპუტატი ლორთქიფანიძე ყველა ზღვარი დაარღვია და ყველა წესს გადაახტა!