დავითულიანი სააკაშვილზე – ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა

ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსოლუტურად აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ ნანობს არაფერს, რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

“პირიქით, ყველას უმტკიცებს უკვე ყავლგასულად, რომ ის არის საქართველოს დამფუძნებელი მამა და 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მან შექმნა ეს ქვეყანა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რომლის ლეგალიზებაც სურს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი სიტყვები, რომ უკრაინის მოქალაქეა და პროცესზე თარჯიმანით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ეს მის დამოკიდებულებას ზუსტად აჩვენებს ამ ქვეყნის, ხალხის მიმართ და რეჟიმის მსხვერპლის მიმართაც,”- განაცხადა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, თავის ეზოში, თავის სოფელში პუტინისგან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი შექმნას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან წაიყვანეს