იმისთვის, რომ ცილა მიიღოს, საზღვარგარეთ გადაყვანა არაა საჭირო – ამილახვარი სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტს უტარდება და მომავალშიც ჩაუტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი აზრით, იმისთვის, რომ ადამიანმა ცილა მიიღოს, საზღვარგარეთ გადაყვანაა არაა საჭირო.

“იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ცილა, რომლის ნაკლებობასაც ახლა ის განიცდის ამ დასკვნების შესაბამისად, ამისთვის საზღვარგარეთ ადამიანის გადაყვანა არ არის საჭირო, ცილის მიღება შესაძლებელია ციხეშიც, ციხის საავადმყოფოშიც”, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გააზრებული აქვს, რომ თუ ცილის მიღებას არ დაიწყებს შედეგი შეიძლება ფატალური იყოს, თუმცა მას ეს არ შეუძლია. კონსლიუმის წევრებმა განმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჭამა უნდა, თუმცა ამის საშუალება ფიზიკურად არ აქვს.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი „ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შემდეგი სტატიამარიუპოლის მერი – ბერდიანსკის სიახლოვეს, მარიუპოლის 2000-მდე მცხოვრები ევაკუაციას ელის, რომელსაც ოკუპანტები ხელს უშლიან