იმისთვის რომ არც ერთი მთავრობა არ გათავხედდეს, საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა – გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი, პარტიის აჭარის რაიონული ორგანიზაციიდან რამდენიმე წევრის წასვლის შესახებ აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ შეშინებული და ნირწამხდარი ადამიანების ბრიფინგს ეტყობოდა ქართული ოცნების ტექსტის და სუს-ის კვალი. ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით: „ქართულ ოცნებას უკვე ასდის შმორის სუნი, განსაკუთრებით ასეთი ქმედებების შემდეგ. ცვენი პარტიისტვის ყველა ადამიანი ძვირფასია, მაგრამ ამ ბრძოლაში იწრთობა პარტია, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის და ამიტომ რაც არ გკლავს, გაძლიერებს. მე დარწმუნებული ვარ ის ცვლილებები, რომელიც აქ აჭარაში ცვენს პარტიაში განხორციელდება მხოლოდ საერთო საქმეს დაეხმარება და საერთო საქმეში შეიტანს წვლილს.

ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და ის ეფუძნება ლოგიკას – პირველი, არა სალომე ზურაბიშვილს! მეორე – გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ქვეყნისთვის ნიშნავს, საპარლამენტო პროპორციული არჩევნების გადმოტანას 2019 ან 2020 წელს. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია. ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, მაბაირამეთ 2024 წლამდე, მაჩუქეთ და მიმატაცებინეთ ძალაუფლება. ქართველი ხალხი ამბობს, რომ ძალაუფლებას ივანიშვილი ვერ მიიტაცებს. იმისთვის, რომ არც ერთი მთავრობა არ გავიდეს თავს და არ გახდეს გაბატონებული არამედ იყოს მსახური ქვეყნის, არც ერთი მთავრობა არ გათავხედდეს, ისევე როგორც დღეს გვყავს გათავხედებული მტავრობა. ამისთვის საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რათა ძალაუფლებაში მოვიდნენ ისეთი პროპორციით პარტიები, რა პროპორციითაც მიიღებენ არჩევნებში ხმებს.’’ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : ვალების განულების ინიციატივა არის არჩევნების წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ კონკრეტული ადამიანების ინიციატივა იყო