“იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების ნდობა რეფორმებზე დახარჯულიყო, მოხმარდა სხვა საკითხებზე საუბარს”- გიორგი აბაშიშვილი

„ერთი წლის შემდგომ იმის ნაცვლად, რომ ძირითადში ხელისუფლების ნდობა რეფორმებზე დახარჯულიყო, მოხმარდა სრულიად სხვა ტიპის საკითხებზე საუბარს, რომელიც არ იყო მოქალაქეთა დაკვეთა საპარლამენტო არჩევნებამდე,“- ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბათუმში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი შეხვედრებს უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მართავენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს და საჯარო პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ესტუმრნენ და რექტორისგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტი ტურიზმის განვითარებაში ქართული აგროპროდუქტის მნიშვნელობის გაზრდას ითვალისწინებს, რომლისთვისაც კვლევებს ბათუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ “დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ქრომატოგრაფიულ ცენტრში”, ამავე ფაკულტეტის გამოცდილი სპეციალისტები ატარებენ.

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოების საკითხები – გიორგი აბაშიშვილის და დავით რაქვიაშვილის შეხვედრები ბათუმში
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი დაკითხეს