იმის გამო რომ მძიმე ავადმყოფია ჩემი შვილი, გამოკვლევები გრძელდება – გიული ალასანიამ სააკაშვილი მოინახულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. მისი თქმით, კლინიკაში კარგი პირობებია და ექიმებიც ყველანაირად ცდილობენ სააკაშვილის მკურნალობას. თუმცა, ალასანიას კვლავ სურს, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

„ჩვენი შეხვედრა ხანმოკლე იყო, 15-20 წუთი. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ. ძირითადი მიზეზი, რომელიც მე ძალიან მაწუხებს ისევ რჩება, რომ ორგანიზმი ვერ იღებს საკვებს, სხვა მხრივ, პირობები არის ძალიან კარგი კლინიკაში. მე ძალიან მომწონს. ყველა ექიმთან არ მეძლევა ურთიერთობის შესაძლებლობა, მაგრამ ვინც კი ვნახე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მაქსიმალურად ყველაფერი უკეთდება. გამოკვლევები ტარდება. იმის გამო რომ მძიმე ავადმყოფია ჩემი შვილი, გამოკვლევები გრძელდება.

იმედის მომცემი იყო გუშინ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ იმოქმედებენ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ექიმების დიაგნოზი. მე როგორც დედას, მაინც მაქვს სურვილი, რომ გაიყვანონ. ექიმების მზადყოფნას ვხედავ, ცდილობენ, გამოაკეთონ ეს ადამიანი. მას ძალიან ბევრი დიაგნოზი დაესვა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეიძლება, ადამიანების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუდმივად ასეთ უზნეო შეტევას აკეთებდნენ? – ამ უზნეოთა შორის არის პოდოლიაკიც – ვოლსკი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა“ და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა, ასევე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე დეტალური ანგარიში მოისმინა